среда, 23 июня 2010 г.

სანდრო ბოტიჩელი

  სანდრო  ბოტიჩელი ამ  სახელითიცნობს ხელოვნების  ისტორია  ალექსანდრო დი მირიანო ფილიპეპის.ფლორენციაში დაირწა მისი აკვანი 1445 წელს და იკვეჩაესვენა მისი ვარსკვლავი1510 წელს,როცა 35 წლის მიქელანჯელო და 27 წლის რაფაელი ვატიკანის გრანდიოზულ ფრესკებზე მუშაობდნენე.ბოტიჩელი ამ დროს 65 წლის იყო.                                                                                                            სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს.შესაძლოა,ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნა, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს,ვინმე ბოტიჩელის მიაბარეს,მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც.მისი მოწოდების საგანი კი ადრევე გამოიკვეთა.ოქრომჭედლობაზე მეტად ფერწერა იზიდავდა.ასე მიაბარეს ხელოვან ბერს,ფრა ფილიპო ლიპის.ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისაგან მან გადაიღო ის ვნებიანი მისწრაფება,ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული,რაიც ფილიპის სურათებს ახასიაღებთ. განიცადა ვეროკიოს,მანტენიას და სხვათა ზეგავლანაც,მაგრამ საოცარი ჰაეროვნება და ფანტასტიკის სიყვარული საკუთრივ ბოტიჩელის მონაპოვარია.                                                          ძირითადად ფლორენციაში მუშაობდა,მედიჩებს ემსახურებოდა.                                                                

Комментариев нет:

Отправить комментарий